შეხვედრების ოთახები // @ დ ბლოკში
facilities

ჩვენი შეხვედრის ოთახები სხვადასხვა სიდიდისა თუ ტევადობისაა. ყოველი მათგანი აღჭურვილია სმარტ-ტექნოლოგიით, რომელიც წევრებს ინფორმაციის მიმოცვლის, ციფრული კონფერენციების წარმოებისა თუ დისტანციური სამუშაო სესიების ჩატარების საშუალებას აძლევს. ოთახების რეპრეზენტაბელური ინტერიერი იდეალურია ოფიციალური შეხვედრებისა და ინტერვიუებისთვის.
- //@1
განსაკუთრებული სამუშაო გარემო
შეხვედრის ოთახები განცალკევებულ სივრცეში, დ ბლოკის ნულოვან სართულზე მდებარეობს. სივრცის მონახაზი, ერგონომიული ავეჯი და განათება კონცენტრაციასა და კომფორტზე, გუნდურ მუშაობაზეა ორიენტირებული.
- //@2
Samsung Smart Board Flip Pro
2048 პუნქტიანი დაწოლის ხატვის ფუნქციონალი ინდუსტრიაში ყველაზე მცირე, 26 მწ-ის შეყოვნებით; დაერთების ფართო არჩევანი, მათ შორის USB, HDMI, DP და OPS სლოტებითა და ეკრანის უსადენო გაზიარებით; ინფორმაციის გაცვლა Boxlight და Video Call აპლიკაციების საშუალებით; კინოთეატრის ხარისხის ეკრანის მონაცემები.
- //@3
Logitech Rally System
Logitech Rally სისტემა ყველა ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფასთან შეწყობადია და მომხმარებელს სტუდიური ხარისხის ვიდეოს, მკაფიო ხმასა და RightSense™ ავტომატიზაციას სთავაზობს, რაც ონლაინ შეხვედრებს ადვილად აღქმადსა და ბუნებრივს ხდის.
- //@4
დამატებითი სერვისები
თქვენზე მორგებული გამოცდილების შექმნა დამატებითი მომსახურების საშუალებითაა შესაძლებელი. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ინვენტარი და აქსესუარი: თეთრი დაფები, საკანცელარიო ნივთები, ბარის მომსახურება და ა.შ.
გახდი დ ბლოკის წევრი!
შემოგვიერთდისხვა სამუშაო ოთახები
პოდკასტის ოთახი
თანამედროვე აუდიოტექნიკით აღჭურვილი ოთახი ხმის ჩაწერისა და აუდიო-მონტაჟისთვის. პოდკასტის ოთახი კონტენტ-დეველოპერი წევრებისთვის, ჩვენი ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის და ციფრულ მედიაზე მომუშავე პროფესიონალებისთვის შევქმენით.
ჩვენებების ოთახი
ჩვენებების ოთახი ხმის დამხშობი სისტემით, კომფორტული ინტერიერით და საუკეთესო მონაცემების მქონე აუდიო-ვიდეო აღჭურვილობით, ძირითადად ვიზუალურ მასალაზე მომუშავე გუნდებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენელთათვის შეიქმნა.



