შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლების, სტარტაპების, ინვესტორების, კულტურის პროფესიონალების, განათლებისა და ახალი ცოდნების მზარდი ქსელი.
ყველა საწევრო
D PASS
სამუშაო ადგილი ერთი დღით, საერთო სივრცეში.
ფრილანსერებისთვის, სივრცის გამოცდისთვის, მოქნილი სამუშაო გრაფიკისთვის.
FLEX
ნებისმიერი თავისუფალი ადგილი სამუშაო სივრცეში, ერთი თვით.
ფრილანსერებისთვის, ნომადებისთვის, დამოუკიდებელი მშრომელებისთვის, კომპანიების გარე კონტრაქტორებისთვის.
Fixed Desk
შეარჩიეთ კუთვნილი კუთხე და იმუშავეთ ფიქსირებულ ადგილზე 1, 3, 6 ან 12 თვის განმავლობაში.
საწევრო იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს ფიქსირებულ სამუშაო ადგილს, სადაც შეუძლიათ დატოვონ კომპიუტერები.
AFTERHOURS
ადგილი სამუშაო სივრცეში: საღამოს საათებში და უქმეებზე.
ნაკრები მათთვის, ვინც საღამოს საათებში მეტად პროდუქტიულია, ან უქმეებზე მუშაობა ურჩევნია.
BOX
სამუშაო ოთახები პატარა ან საშუალო ზომის გუნდებისთვის.
ორგანიზაციებისთვის, ინსტიტუციებისთვის, სტარტაპებისთვის, კომპანიებისთვის.
სამუშაო ოთახები
შეხვედრების ოთახი
ჩვენი შეხვედრის ოთახები სხვადასხვა ფორმატსა და სამუშაო რეჟიმზეა გათვლილი: იქნება ეს ტექნოლოგიურად კომპლექსური ციფრული კონფერენციები, თეორიული სამუშაო თუ ინტერვიუს გადაღება/ჩაწერა.
მეტიჩვენებების ოთახი
ჩვენებების ოთახი ხმის დამხშობი სისტემით, კომფორტული ინტერიერით და საუკეთესო მონაცემების მქონე აუდიო-ვიდეო აღჭურვილობით, ძირითადად ვიზუალურ მასალაზე მომუშავე გუნდებისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების წარმომადგენელთათვის შეიქმნა.
პოდკასტის ოთახი
თანამედროვე აუდიოტექნიკით აღჭურვილი ოთახი ხმის ჩაწერისა და აუდიო-მონტაჟისთვის. პოდკასტის ოთახი კონტენტ-დეველოპერი წევრებისთვის, ჩვენი ღონისძიებების ორგანიზატორებისთვის და ციფრულ მედიაზე მომუშავე პროფესიონალებისთვის შევქმენით.
მთელი სამუშაო სივრცე ერთ ვებგვერდზე.
ჩვენი წევრების პორტალი D Block-ის სრულ გამოცდილებაზე გაძლევთ წვდომას. შეიძინეთ საწევროები, მართეთ თქვენი სამუშაო სივრცე და საჭირო სერვისები.
დაჯავშნეთ სამუშაო ოთახები, მოიწვიეთ სტუმრები და გადაიხადეთ ონლაინ რეჟიმში ჩვენი სივრცის ყველა სხვა სერვისის გამოყენებისას.
დაამყარეთ ახალი კავშირები. გაიცანით სხვა წევრები ჩვენი პორტალის წევრთა საძიებლიდან. გაცვალეთ რესურსები, ინფორმაცია და ცოდნა.
ხშირად დასმული კითხვები
D BLOCK WORKSPACE //@ STAMBA
მ. კოსტავას #14, თბილისი, 0108, საქართველო

